დანიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედროებს განათავსებს

მ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, -ს დანიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედროების და ტექნიკის განთავსების უფლება ექნება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მანამდე ამერიკამ ანალოგიური შეთანხმებები გააფორმა შვედეთთან და ფინეთთან. სთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს დანიის სამ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ავიაციის განთავსებას შეძლებს.

დანიასა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმება გრენლანდიასა და ფარერის კუნძულებზე არ ვრცელდება, რადგანაც ის თვითმმართველი ტერიტორიებია.

„ევროპაში აშშ-ის ძალისხმევას ომის პერიოდში მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით მხარი უნდა დავუჭიროთ. დანიამ და ევროპამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ამ შეთანხმების გაფორმებით სწორედ ეს ხდება“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა.

შეთანხმება ორი ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა ძალაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებასთან და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ცვლის