“აშშ დამარცხდა… აღზევდა კორეა…” – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
ძალიან ბევრი დრო დავუთმეთ არაადამიანებს.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს მართული სპექტაკლი, ზუსტადაც ყურადღების გადასატანადაა დადგმული.
მათ დამკვეთებს ყველა ბერკეტი გამოეცალათ და ახლა ცდილობენ შანტაჟის ენით, მოლაპარაკებაზე წამოიყვანონ საქართველოს მთავრობა და ამ პატარა, ხმაურიანი ჯგუფით ხელშეუხებლობის გარანტია მიიღონ!
არ გამოვა, არა!
არნახული ზიზღია ხალხში, არნახული!
ახლა სერიოზულ თემაზე გადავიდეთ:
გუშინ მსოფლიო შეიცვალა!
გუშინ ჩინეთმა მსოფლიოს ომი მოუგო,
გუშინ დამარცხდა ,
გუშინ კიდევ უფრო გაძლიერდა ,
გუშინ აღზევდა კორეა,
გუშინ არნახულად გამდიდრდა ინდოეთი.
გუშინ ისეთ მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც სრულიად ცვლის მსოფლიო გეოპოლიტიკას,
ხელ-ფეხს უხსნის მემორანდუმის მინაწილეებს აკეთონ რაც უნდათ, როგორც უნდათ და სადაც უნდათ და ეს იმ ფონზე, როდესაც ტრამპი გაბუტულ პოზაში დგას და გაურკვეველ ვითარებაში გაჩენილ იარებს იშუშებს.
ევროპა მოკლეს.
მოკლეს მენტალურად და ფინანსურად.
აიძულეს სრულად ომის სამზადისში გადავიდეს და ბოლო დანაზოგები ჰოსპიტალებს და იარაღებს ახარჯოს.
უკიდურესად საშიშია ვითარება, როდესაც მრავალმილიარდიანი, ტექნიკურად კბილებამდე აღჭურვილი, აიტი ტექნოლოგიებით ბრწყინვალე მანიპულატორი, სრულიად შეუვალი ლიდერთა მემორანდუმი ყველაფრისთვის მზადაა!
ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი,
ომი, სადაც
ჩინეთმა 35 მილიონი მოქალაქე დაკარგა და აი 2025-ის აღლუმი, ატომური ქობინების და ჯერ არნახული, უახლოესი ტექნიკის პოდიუმად იქცა!
ცნობისათვის, დღემდე სტალინი მათთვის განმანთავისუფლებელია!
დღემდე პირველი პირების ქურთუკები სტალინისეული თარგით იკერება,
ნებისმიერი ქვეყანა გამოიყენებდა ამ ისტორიულ ფაქტს,თავის სასიკეთოთ.
ეს ისე …
გუშინ ჩინეთმა მსოფლიოს ომი მოუგო.
“Сила Сибири”-
დღეს მათია გალაქტიკა, წარმოდგენაც არ მინდა რა ელის მტრულად განწყობილებს

P.S. ო? – იკითხავთ. სარკიზიმ უპასუხა დღეს ამ კითხვას
“ომს რომ ვერ იგებს უკვე ყველას ესმის, ამიტომ….”