აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ -სა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე და რუსებთან დიალოგს აწარმოებდნენ. თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს.
„ეს იყო უბრალოდ ცრუ სიტყვები, რომ იქნებოდა ნატო-ში, რადგან ათწლეულები გავიდა და უკრაინა მაინც ვერ გახდა ნატო-ს წევრი. ეს არ იყო გულწრფელი. მე ვისურვებდი, გამეთანაბრებინა სხვების პატივისცემის დონე უკრაინის მიმართ. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა, ვიყოთ ნატო-ში და ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს მხარს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ოთხი ქვეყანა, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
„ესენი არიან აშშ, გერმანია, და უნგრეთი. თუმცა ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად იქნება, დაინახოს უკრაინა ნატო-ში, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში, ყველა ამის მომხრე იქნება. თუ პრეზიდენტი ტრამპი არ იქნება მზად, დაგვინახოს ნატო-ში – ჩვენ არ ვიქნებით ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
1tv.ge