გეგმავს სტივ უიტკოფის ახალ შეხვედრას რუსეთის წარმომადგენლებთან

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ახალ შეხვედრას რუსულ მხარესთან, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ შეუერთდნენ უკრაინაში ომის შეწყვეტის ჩარჩო-შეთანხმებას. ინფორმაციას ავრცელებს ტელეარხი CNN წყაროებზე დაყრდნობით.
ტელეარხის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ ჩარჩო-შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის ხაზის გასწვრივ, ხოლო მზად არის, აღიაროს რუსეთის კონტროლი ანექსირებულ ყირიმზე. შეთანხმების სხვა დეტალები არ კონკრეტდება.

მანამდე სააგენტო Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეთავაზების თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორია დარჩება მოსკოვის კონტროლის ქვეშ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტის შემთხვევაში.
აშშ-ის შეთავაზებები წარმოდგენილი იყო უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის პარიზში გამართულ შეხვედრაზე 17 აპრილს; ისინი ასევე გადაეცა რუსულ მხარეს – აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს.

ჩარჩო-შეთანხმების ზოგიერთი ელემენტის დაზუსტება იგეგმება შეხვედრაზე უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება.

სტივ უიტკოფი უკვე, სულ მცირე, სამჯერ შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი