გეგმავს სატარიფო მოლაპარაკებების გამოყენებას ჩინეთის იზოლაციისთვის – The Wall Street Journal

აშშ გეგმავს სატარიფო მოლაპარაკებების გამოყენებას ჩინეთის იზოლაციისთვის, – ამის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ (The Wall Street Journal) იუწყება.
გამოცემა ანონიმურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს მიმდინარე სატარიფო მოლაპარაკებების გამოყენებას, რათა ზეწოლა მოახდინოს აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებზე ჩინეთთან მათი ურთიერთობების შეზღუდვის მიზნით.
ანგარიშის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები აპირებენ 70-ზე მეტ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გამოყენებას, რათა მოსთხოვონ მათ, აღკვეთონ ჩინური კომპანიების განთავსება თავიანთ ტერიტორიებზე აშშ-ის ტარიფების თავიდან ასაცილებლად.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა