აშშ გაურკვეველი ვადით აჩერებს სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი“

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც -ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის მაისში საბოლოოდ მიიღო მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს შეაფასა საქართველოს დასავლური ტრაექტორიიდან გადახვევად. შესაბამისად, აშშ-ს გადაწყვეტილებით, საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები ძველებურად ვერ გაგრძელდება.
„აშშ-ის ხელისუფლებამ 30 მაისს დაიწყო საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა. „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მიზეზია აშშ-სა და სხვა დასავლელი სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებები, რომლის მიხედვითაც, ისინი თითქოს აიძულებენ საქართველოს, ს წინააღმდეგ გახსნას მეორე ფრონტი, რათა შეამსუბუქოს ზე ზეწოლა. აღნიშნული ბრალდება ასევე მოიცავდა ბრალდებებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ ორ გადატრიალებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით,“ — ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის 5 ივლისის განცხადებაში.
ამგვარად, როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, ახლა შეუფერებელი დროა საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.
„აშშ გაგრძელებს პარტნიორობას საქართველოსთან თავდაცვის ძალებთან და ასევე, გააგრძელებს გაძლიერებას საქართველოს შესაძლებლობისა, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,“ — აცხადებს თავდაცვის დეპარტამენტი.
განცხადებითვე მიხედვით, აშშ-ს ეს გადაწყვეტილება „მარტივად არ მიუღია“ და ისინი ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა მნიშვნელოვანია პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვის ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიც „ღირსეული პარტნიორია.“
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ ისინი მოელიან სამომავლო შესაძლებლობას, ითანამშრომლონ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის, სამხედრო წვრთნების, „მტკიცე სულის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში 2025 წელს არის დაგეგმილი.
რაც შეეხება „ღირსეულ პარტნიორს“, ის საქართველოში 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდებოდა და მასში საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ნატოს ქვეყნების 2 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024-ის“ გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.
„საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის, „ღირსეული პარტნიორი 2024-ს“ სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას,“ — აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
უწყებისვე განცხადებით, აღნიშნული სწავლების გადადების მიუხედავად, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“.

ასევე დაგაინტერესებთ