აშშ გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას არ შეუერთდა

2008 წლის ომიდან 17 წლის შემდეგ პირველად ამერიკის შეერთებული შტატები არ შეუერთდა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელს აწერენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და დიდი ბრიტანეთი.
განცხადებაში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ნათქვამია, რომ 2008 წელს ს საქართველოში შეჭრამ მეზობლების მიმართ მისი უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი აჩვენა, ამ გზას კი იგი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აგრძელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.