“აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით” – სენატორი რიში

“საქართველოს მთავრობამ, ამ ქმედებით, მტკიცე ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით”, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში X-ზე წერს და “ქართული ოცნების” მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.