აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ერთად ხელიხელჩაკიდებულ მუშაობას, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი – რობინ დანიგანი

აშშ, საქართველოსთან და ევროკავშირთან ერთად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამის შესახებ დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, აშშ-სა და საქართველოს 31 წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ და აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულ მუშაობას.
“ოცი დღის წინ ჩვენ ყველამ აღვნიშნეთ ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო პრეზიდენტს, მთავრობას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. მე ველოდები პოზიტიურ შედეგს კენჭისყრაზე, დეკემბერში.
ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს ოცდათერთმეტ წლიანი პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ, მათ შორის, ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად მთელს მსოფლიოში და საქართველომ ამ დროის განმავლობაში ამ პროცესში დიდი წვლილი შეიტანა. მაგრამ, როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ერთად ხელიხელჩაკიდებულ მუშაობას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, საქართველოს მთავრობასთან და საზოგადოებასთან, ყველა ქართველთან, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე

პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს