აშშ ბრძოლის ველზე ხედავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შეჩერბის შედეგებს – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო საქმეთა მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ხედავენ, თუ რა შედეგები მოიტანა ბრძოლის ველზე უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შეჩერებამ. ამის შესახებ მან 29 იანვარს, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“თუ შეერთებული შტატები არ მიჰყვება საკუთარ ვალდებულებებს, გართულდება ევროპელი და სხვა პარტნიორების მიერ იმის გაგრძელება, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ჩემი აზრით, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კარგად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები. და როცა ჩვენ მათ შევასრულებთ, დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები და პარტნიორები მსოფლიოში გააგრძელებენ იმას, რასაც აკეთებდნენ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესში უკრაინისადმი კვლავ ორპარტიული მხარდაჭერაა. ასე რომ, შევხედოთ მომდევნო დღეებსა და კვირებს, სანამ ეს მიმდინარეობს, ფულის ჯადოსნური ქოთანი არ არსებობს და ახლა აღარ გვაქვს სამხედრო დახმარება, რომელსაც ს ვაწვდიდით და ვხედავთ გარკვეულ შედეგსაც, თუ რას ნიშნავს ეს ბრძოლის ველზე. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად სასიცოცხლო მნიშვნელობის, აბსოლუტურად საჩქარო”. – თქვა ენტონი ბლინკენმა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით.
6 დეკემბერს -ს სენატში დაიბლოკა პრეზიდენტ ს კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და სთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავდა. მის მომდევნო განხილვაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც არ აპირებენ ფინანსების გამოყოფას ხმა მისცენ მანამ, სანამ მიგრაციის პოლიტიკისა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა არ შესრულდება.