აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია სანქციებს უწესებენ რუსულ Zservers-ს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიასთან კოორდინაციით სანქციები აამოქმედა რუსული ინტერნეტ-ჰოსტინგის, Zservers-ის წინააღმდეგ. ჰოსტინგი სერვერზე ინფორმაციის განთავსებისთვის რესურესების მიმწოდებელი მომსახურებაა.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, Zservers-ი უზრუნველყოფდა გამომძალველთა ინტერნეტ-პროგრამის, LockBit-ის მხარდაჭერას და კიბერდამნაშავეებს აძლევდა წვდომას სპეციალიზებულ სერვერებსა და სხვა კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე.
სანქცირებული არიან Zservers-ის ადმინისტრატორები ალექსანდრ მიშინი და ალექსანდრ ბოლშაკოვი.
კიბერდამნაშავეთა დაჯგუფება LockBit-ი, რომლის მხარდაჭერაში Zservers-ს ადანაშაულებენ, ცნობილი გახდა 2021 წელს. დაჯგუფების ჰაკერები ანალოგიური სახელის მქონე ინტერნეტ-პროგრამით ბლოკავდნენ სხვადასხვა კომპანიის კომპიუტერულ სისტემებს და ბლოკის მოსახსნელად თანხებს ითხოვდნენ. ჰაკერების მიერ დაზარალებულთა შორის იყვნენ ბანკები, ბრიტანეთის ფოსტა და კომპანია „ბოინგი“.
2024 წლის მაისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში 26-პუნქტიანი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს ს მოქალაქეს, 31 წლის დმიტრი ხოროშევს, რომელიც ამერიკელი და ბრიტანელი გამომძიებლების ინფორმაციით, ინტერნეტ-გამომძალველთა დაჯგუფების, LockBit-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელია.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, LockBit-მა თაღლითური პროგრამების მეშვეობით შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში 2000-ზე მეტ ადამიანს გამოსძალა 100 მილიონ დოლარზე მეტი.
შეერთებულ შტატებს 10 მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დმიტრი ხოროშევის დაკავებას.