აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდებს და გამანადგურებლებს გზავნის

პალესტინური მედიის ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე ს საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ჰამასის“ მეთაური და კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცაჰალი) განაცხადეს, რომ მათ საჰაერო თავდასხმა განახორციელეს მებრძოლთა ჯგუფზე ქალაქ ტულკარემში.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მატებისა და ირანის მუქარის ფონზე, პენტაგონმა განაცხადა, რომ განათავსებს დამატებით სამხედრო ხომალდებს და გამანადგურებლებს ახლო აღმოსავლეთში, რათა დაეხმაროს ისრაელის ირანის და მისი მარიონეტების შესაძლო თავდასხმებისგან თავდაცვაში.
გამანადგურებლები და კრეისერები, რომლებსაც ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის უნარი აქვთ, გაიგზავნება ახლო აღმოსავლეთში და ხმელთაშუა ზღვაში. შეერთებულ შტატებს რეგიონში უკვე ჰყავს USS Wasp ამფიბიური თავდასხმის ხომალდი, რომელიც 24-ე საზღვაო საექსპედიციო განყოფილებასთან ერთად მუშაობს.
რეგიონში დაძაბულობა იზრდება ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების — „ჰეზბოლასა“ მეთაურისა და „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის შემდეგ. ირანმა პირობა დადო, რომ პასუხს აგებინებს ისრაელს თეირანში ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიას მკვლელობის გამო. ისრაელს ჰანიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.

ასევე დაგაინტერესებთ