აშშ აცხადებს, რომ მოკავშირეებთან ერთად, იემენში “ჰუსიტების” 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

ამერიკის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ -მ და მისმა მოკავშირეებმა დაარტყეს 60-ზე მეტ სამიზნეს იემენში, 16 ლოკაციზე, რომელსაც “ჰუსიტები” იყენებდნენ.
ეს მოიცავს სამეთაურო და საკონტროლო ტენტრებს, საბრძოლო მასალის საცავებს, გამშვებ სისტემებს, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებს.
“ჩვენ ვრჩებით ერთგული ჩვენი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან, მათ შორის ჰუსიტებისგან და საფრთხისგან, რომელსაც ისინი უქმნიან რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას”, – განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა.
საჰაერო დარტყმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა განახორციელეს. აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ თავდასხმები ეხმაურება ნოემბრიდან წითელ ზღვაში გემებზე “ჰუსიტების” თავდასხმებს. პრემიერი სუნაკის თქმით კი, დარტყმები არის “შეზღუდული, აუცილებელი და პროპორციული” თავდაცვის ქმედება.