აცხადებს, რომ ვენესუელის სანაპიროსთან დააკავა სანქცირებული ტანკერი

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვენესუელის სანაპიროსთან დააკავეს ტანკერი, რომელსაც ნავთობი გადააქვს სანქციებისთვის გვერდის ავლით. ვენესუელამ ტანკერის დაკავება დაადასტურა.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 დეკემბერს, თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვენესუელის სანაპიროსთან დააკავეს დიდი ტანკერი, ამისთვის ობიექტური მიზეზი ჰქონდათ და დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
ტრამპის ამ განცხადებიდან მალევე გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 10 დეკემბერს ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ და სანაპირო დაცვის სამსახურმა სამხედროების მხარდაჭერით ვენესუელის სანაპიროსთან დააკავეს ნავთობის უკანონოდ ტრანსპორტირების გამო შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ტანკერი.
ბონდის თანახმად, ტანკერი სანქცირებულია ვენესუელიდან და ირანიდან ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობისთვის.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც, მისი ინფორმაციით, ტანკერის დაკავების ოპერაციას ასახავს. ბონდის თანახმად, ტანკერი უსაფრთხოდ წაიყვანეს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტანკერზე თავდასხმა „საერთაშორისო მეკობრეობის აქტია“ და ტრამპის მიზანი ყოველთვის იყო ვენესუელის ნავთობის მიტაცება.
მადუროს მთავრობაში აცხადებენ, რომ ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის „აგრესიის“ მიზეზია არა მიგრაცია, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ან ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ ქვეყნის ნავთობის მარაგების მითვისების სურვილი.

ასევე დაგაინტერესებთ