აღარ ცდილობს NATO-ს შემდგომ გაფართოებას – აშშ-ს ეროვნული.უსაფრთხოების ახალი სტრატეგია

აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტში საუბარია, რომ ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ში საომარი მოქმედებების შეწყვეტა და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენაა. ასევე, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს NATO-ს შემდგომ გაფართოებას, ასევე, მათ სურთ, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვა დამოუკიდებლად გააძლიეროს
„შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია ში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. ასევე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის საომარი მოქმედებების შემდგომი რეკონსტრუქცია, რათა ის გადარჩეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო. უკრაინის ომმა უარყოფითი შედეგი გამოიღო და გაზარდა ევროპის, განსაკუთრებით გერმანიის, საგარეო დამოკიდებულება. ევროპის დიდი უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკად არ იქცევა, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ჩახშობის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, სწორედ იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფოები ვერ შეძლებენ საკუთარი თავის რეფორმირებას, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან” -.ნათქვამია დოკუმენტში