აშშ არ შეუერთდა სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის დამგმობ განცხადებას – მედია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ხელი მოეწერა „დიდი შვიდეულის“ (G7) განცხადებაზე, რომლითაც გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს უნდა დაეგმოთ უკრაინის ქალაქ სუმიზე ს სარაკეტო დარტყმა.
G7-ის წევრები არიან: , დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია.
ინფორმაცია აშშ-ის უარის შესახებ 15 აპრილს, პირველმა გაავრცელა სააგენტო Bloomberg-მა. მისი წყაროების თანახმად, ვაშინგტონმა უარი იმით ახსნა, რომ ში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესანარჩუნებლად მუშაობს.
კანადამ, რომელიც წელს G7-ის თავმჯდომარეა, მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ-ის ხელმოწერის გარეშე ერთობლივ განცხადებას ვერ მიიღებენ. კანადის მთავრობის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-ს დაუდასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ხელი მოეწერა განცხადებისთვის, რომელსაც G7-ის დანარჩენი წევრები ეთანხმებოდნენ.
მედიასაშუალებების ცნობით, G7-ს უნდა განეცხადებინა, რომ ქალაქ სუმიზე სარაკეტო დარტყმა ადასტურებს, რომ რუსეთი ომის გაგრძელებას აპირებს.
თეთრ სახლს ამ საკითხზე ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 13 აპრილს რუსეთის ჯარებმა ორი წუთის განმავლობაში ქალაქ სუმის ცენტრს ორჯერ დაარტყეს ბალისტიკური რაკეტებით „ისკანდერი“. დაიღუპა 35 და დაიჭრა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების მიერ სუმის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად 13 აპრილს განაცხადა, რომ საშინელება მოხდა და „უთხრეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს”. ტრამპს რუსეთი არ უხსენებია.
15 აპრილს დრონებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის კურსკის ოლქზე, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს მათზე, ვინც მონაწილეობდა ქალაქ სუმიზე 13 აპრილს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაში.
კერძოდ, უკრაინის გენშტაბის თანახმად, დაარტყეს რუსეთის 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის პუნქტს, სადაც შეტევის შემდეგ საბრძოლო მასალების დეტონაციაც დაიწყო.
ფორუმი