აშშ არ მოერიდება დამატებით ზომებს — მეთიუ მილერი საქართველოზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მზადაა დამატებითი ზომებისთვის.
ამის შესახებ მეთიუ მილერმა 4 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, როდესაც მას საქართველოში ს გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს მოსახლეობის მოლოდინებზე ჰკითხეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ეს მკაფიოდ გამოვხატეთ. ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ამბიციებს. მხარს ვუჭერთ მათ შემდგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. როგორც ეს უკვე იცით, ჩვენ გადახედვას დავუქვემდებარეთ საქართველოს მთავრობისათვის გამიზნული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ ამ დახმარების 95 მლნ დოლარიანი წილი იმ ნაბიჯების გამო, რასაც ისინი დგამენ. დავაკვირდებით, არის თუ არა კიდევ სხვა შესაბამისი დამატებითი ზომები, რისი გატარებაც შეგვიძლია და თუ არის, არ მოგვერიდება მათი გატარების“, — განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერმა ეს განცხადება გააკეთა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს საერთაშორისო გამოძიებაზე (არჩევნებთან დაკავშირებით) და ოპოზიცია უწყვეტ პროტესტს აანონსებს.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი .
სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა, ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას.
აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს და დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ.

ასევე დაგაინტერესებთ