აშშ არ არის დაინტერესებული ტაივანის გარშემო არსებული სიტუაციის სამხედრო გადაწყვეტით – რუდენკო

აშშ არ არის დაინტერესებული ტაივანის გარშემო არსებული სიტუაციის სამხედრო გადაწყვეტით, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, ტაივანის კრიზისის შესახებ სპეკულაციები ძირითადად ხელოვნურია.
კითხვაზე, აქვს თუ არა რუსულ მხარეს რაიმე შეშფოთება, რომ კონფლიქტი შესაძლოა, ტაივანის გარშემო ახლო მომავალში გაჩაღდეს, ანდრეი რუდენკომ უარყოფითად უპასუხა.
„არა, ჩვენ ასეთი შეშფოთება არ გვაქვს. მეჩვენება, რომ ბევრი შიში და სპეკულაცია ტაივანის კრიზისთან დაკავშირებით, ძირითადად ხელოვნურია. გვეჩვენება, რომ რეგიონში არავინ არის დაინტერესებული სამხედრო გადაწყვეტით, არც და არც ჩინეთი, რომლის ნაწილიც ტაივანია“, – აღნიშნა ანდრეი რუდენკომ.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობას ნებისმიერი ფორმით.
წყარო: 1 არხი