აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა გადადის ევროპული გზიდან — ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს არის საქართველოში არსებული სიტუაციის პირველი შეფასება მინისტრების დონეზე.
„მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას. აშკარაა, რომ მთავრობა გადადის ევროპული გზიდან და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, რა გავაკეთოთ. საქართველოს საკითხი არ არის დღის წესრიგის სრული პუნქტი, ეს არის მინისტრების დონეზე არსებული ვითარების პირველი შეფასება“, — განაცხადა ბორელმა.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს რუსულ კანონზე. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა მანამდე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ამ ფორმით უცხოური გავლენის კანონის გაუქმების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ