აშკარაა გარკვეულ ჩარევები – კობახიძე „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის“ აქტივობაზე

აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვას, რა გზავნილია მისთვის ისეთი ტიპის შეხვედრები, როგორსაც „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი“ თელავში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მონაწილეობით მართავს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.
„რაც შეეხება ამ ყველაფერს, აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება”, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, „დემოკრატიის ფესტივალი” არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD – ის მიერ არის ორგანიზებული.
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)“ „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)” მხარდაჭერით 27 ივლისსა და 3, 10, 17 აგვისტოს საქართველოს ოთხ რეგიონში (სამეგრელო, კახეთი, იმერეთი, აჭარა) დემოკრატიის ფესტივალს (DemFest) ატარებს.
ორგანიზატორების განმარტებით, DemFest-ი ინოვაციური ფესტივალია, რომლის მთავარი იდეა დემოკრატიის და მისი სულისკვეთების აღნიშვნაა. ფესტივალი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას. ფესტივალზე წარმოდგენილია ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრები, რაც ხელს უწყობს მათი პროდუქტის პოპულარიზაციასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.
Demfest ტარდება საჯარო სივრცეში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
მასპინძელი ქალაქებია:
წალენჯიხა 27 ივლისი – არტ მეურნეობა, ლეო ქიაჩელის N4
თელავი 3 აგვისტო
ქუთაისი 10 აგვისტო
17 აგვისტო
ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი ფესტივალები ტარდება ში, შვედეთში, ფინეთში, ისლანდიაში, ლიტვაში, ნორვეგიაში, ესტონეთში, ლატვიაში. ამ სიაში გაწევრიანებით, DemFest კიდევ უფრო გააძლიერებს დემოკრატიის ფესტივალების ქსელს და წვლილს შეიტანს ინკლუზიური და მონაწილეობითი დემოკრატიების გაძლიერებაში ევროპაში.