გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულები მოძრაობა „ხმის“ აქტივისტები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა არიან. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია თავად ავრცელებს:
„სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, პოლიცია მათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება, კერძოდ, აღსრულების პოლიციის ფანჯრის ჩამსხვრევას – და მათ მიმართ 3-დან 6 წლამდე პატიმრობით იმუქრება. გიორგი და კაკო ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან. კაკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის. გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
ჩვენ, მოძრაობა ხმა, განცხადებების გავრცელებით არ შემოვიფარგლებით, თუ ჩვენი ორივე წევრი არ გათავისუფლდება და მათ მიმართ დევნა არ შეწყდება. ისეთ ადგილებში დაგარტყამთ, სადაც ჯერ არ მოგხვედრიათ,“ — ნათქვამია მოძრაობა „ხმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავარი ფოტო: 2023 წლის 1 მაისის აქციიდან
