აღსრულების ბიურო ქუთაისში სასტუმროს 3 811 500 ლარად ყიდის

აღსრულების ეროვნული ბიურო ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს 3 811 500 ლარად ყიდის.
აუქციონის აღწერილობის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი 710.00 კვ.მ-ია, სასტუმრო კი ოთხ სართულიანია.
„სარეალიზაციოდ წარმოდგენილია არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ოთხსართულიანი შენობა-ნაგებობა. მდებარე: ქალაქი ქუთაისი , ქუჩა ა. წერეთელი , N 3. შენობა-ნაგებობა წარმოადგენს სასტუმროს.
პირველი სართული არის 503.13 კვ.მ., სადაც განთავსებულია კომერციული ფართები და სასტუმროს სასადილო. მეორე სართულზე განთავსებულია სასტუმროს 11 ნომერი და 2 ოთახი სასტუმროს ადმინისტრაციისთვის, ასევე 1 ტექნიკური ოთახი. მესამე სართულზე განთავსებულია სასტუმროს 13 ნომერი და 1 ტექნიკური ოთახი. მეოთხე სართულზე განთავსებულია სასტუმროს 10 ნომერი, 1 ტექნიკური ოთახი და 1 საკონფერენციო ოთახი.
საჯარო რეესტრის მონაცემით, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობია: 710.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 1979.80 კვ.მ. (მათ შორის I სართული 503.13 კვ.მ., II სართული 490.12 კვ.მ., III სართული 490.85 კვ.მ., IV სართული 495.70 კვ.მ.)“, – ნათქვამია უძრავი ქონების აღწერილობაში.
აუქციონი 1 აპრილს სრულდება.