“აღსარება გადაწყვიტე? ფუ მართლა, ნამუსი საერთოდ არ გაქვთ” – ჩარკვიანი დეკანოიძეს

“ტვ პირველის ეთერში საუბრობს ხატია დეკანოიძე (ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი პოლიციელი) ამბობს: “ყოფილი ხელისუფლების დროს იყო დანაშაულებები, ხალხმა არ აპატია კერძო საკუთრების ხელყოფა, კერძო საკუთრება წმინდათა და წმინდააო”. ამოგეღო ხმა მერე დანაშაულებებზე ,ამ პოლიციელმა თუ იურისტმა თუ ორივემ ერთად ,არ იცის რომ მაღალჩინოსნის მიერ ხმის არ ამოღება დანაშაულის დაფარვააა??? ნუ მორალურად კი სიჩუმე მაშინ, როცა ხმა უნდა ამოგეღო და არ ამოიღე, ახლა საუბარი საზიზღრობაა, რადგან თუ აღსარება გადაწყვიტა კი ბატონო ვერავინ დაუშლის, ოღონდ ისევ საკუთარი თავის დაძვრენის მიზნით და საკუთარი “მოღვაწეობის” გადასაფარად ცუდი სანახავია ! ვერ გავიგე ვინ ჩადიოდა ამ”დანაშაულებებს” ?! ყოფილი მაღალჩინოსნები ,პროკურორები იძახიან ჩვენ არაო, ჩვენ “ახლები” ვართო, ყოფილი პოლიციის აკადემიის უფროსი დეკანოიძე, მისი ხმა რომ არ გაგვიგია იმ წლებში “ხბოს აღტაცების” და აღფრთოვანების გარდა სისტემის მიმართ, რადგან თავად ნაწილი იყო სისტემის – მე არაო . ჰოდა ვერ გავიგე ტომები და ათიათასობით საქმეები სააკაშვილს უნდა წაეკითხა პროკურორების მაგივრად?????? ამ ერთ კაცს პრეზიდენტს, რომელმაც ნავთქურებით ქვეყანა ჩაიბარა და ფეხზე დააყენა, სახელმწიფო ინსტიტუციები შექმნა, ის უნდა ყოფილიყო პროკურორიც და უშიშროების ხელმძღვანელიც და “ტომები” საქმეები უნდა წაეკითხა??? აბა “ესენი ” რას აკეთებდნენ ახლა რომ მაბეზღრულად ტლიკინებენ, რას აკეთებდნენ მაინტერესებს????? ფუ მართლა ნამუსი საერთოდ არ გაქვთ თუ არც გქონიათ არასოდეს?! ხმას რატომ არ იღებდა ეს “პოლიციელი” მაღალჩინოსანი დეკანოიძე მაშინ -ყოფილი ხელისუფლების დროს, როცა ჩვენ სამართლებრივ სისტემას და მურუსიძეს ვაპროტესტებდით ქუჩაში?! იცოდა და დანაშაულს ფარავდა???? რა დეგრადირებააა! იმ ერთ კაცს-პრეზიდენტ სააკაშვილს წაესია ეს “стервятники” ,სახელმწიფო მართლა ვინც ააშენა, შეცდომები ჰქონდაო, მე კი ის მიკვირს ამ გარეწრებში კიდევ როგორ მოახერხა სააკაშვილმა დასავლური ინსიტუციებით სახელმწიფოს აშენება, განვითარება -აი ეს მიკვირს მართლა …. თაღლითების დოღია ტროას ცხენზე ამხედრებულების!!!!!!!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია”კანონი და სამართალი”-ს ლიდერი .

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება