აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან

აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან
ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნათია ქობალია და მისი მეუღლე სხვას მონას უწოდებენ, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები, საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან. მისივე თქმით, სწორედ ეს ცოლ-ქმარია მონის სახე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინსვლის შეფერხებისთვის ყველაფერს აკეთებენ.
“აეროპორტში, ალუდა ღუდუშაურს, ზომბირებული ქართველი ცოლ-ქმარი შეხვდა, რომლებმაც დაზუთხული ტექსტების კორიანტელი დააყენეს და შემდეგ გაუჩინარდნენ. რას ვიზამთ, როგორც იტყვიან ვირისგან წიხლი
არ უნდა გვეწყინოს.
როგორი პარადოქსია, აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან, სწორედ ეს ცოლ-ქმარია მონის სახე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინსვლის შეფერხებისთვის ყველაფერს აკეთებენ, ქალბატონი, მაგრამ ზომბირებული ნათია ქობალია ვიდეოს ბოლოს ამბობს, მე ევროპა მინდაო, რა უცნაურია, ტაივანის ინტერესების გამტარებელი ევროპისკენ რომ ისწრაფვის. ქალბატონო ნათია, ჯიბეში ტაივანური დოლარით, ევროპაში შესვლა გაგიჭირდებათ!
ზოგადად აეროპორტში თუ ქუჩაში დახვედრები და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება უაღრესად ამაზრზენი საქციელია და არა გამოხატვის თავისუფლება, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ევროკრეტინებმა პროტესტის გამოხატვის ცივილური გზები არ იციან!
პ.ს. ნათია ქობალია იურისტია, რომელმაც წესით კარგად უნდა იცოდეს რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის სხვისი შეურაცხყოფა, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთივე იურისტია, როგორი პატრიოტიც”, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს