“აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური“ – ნარკოლოგი საგანგაშო განცხადებას ავრცელებს

ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმ სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე მცდა­რი სა­ხე­ლით გა­მოჩ­ნდა.
მისი თქმით, იყი­დე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გა.
“მე­გობ­რე­ბო, მსურს მო­გა­წო­დოთ მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია.
ბოლო დღე­ებ­ში ქა­ლაქ­ში იყი­დე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც იყი­დე­ბა კო­კა­ი­ნის სა­ხე­ლით. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მოჰ­ყვა რამ­დე­ნი­მე ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის ლე­ტა­ლუ­რი.
არ­სე­ბუ­ლი ეჭ­ვის მი­ხედ­ვით, რე­ა­ლუ­რად არ არის კო­კა­ი­ნი – სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე გვაქვს მე­ტა­დო­ნის კრის­ტა­ლი­სა და ფენ­ტა­ნი­ლის ნა­რევ­თან, რაც უკი­დუ­რე­სად სა­ში­შია სი­ცო­ცხლის­თვის.
გთხოვთ, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნოთ და გა­ავ­რცე­ლოთ ეს ინ­ფორ­მა­ცია, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მძი­მე შე­დე­გე­ბი. გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ და სხვის სი­ცო­ცხლეს,“ – წერს ზურა სი­ხა­რუ­ლი­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ