აღმოჩენილია ჰიგიენური ნორმების დარღვევით წარმოებული 800 ლიტრი ლუდი და ბურახი

აღმოჩენილია ჰიგიენური ნორმების დარღვევით წარმოებული 800 ლიტრი ლუდი და ბურახი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბორჯომში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინსპექტირებისას დადგინდა რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები. ამასთან, სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე განახორციელეს. საწარმოს საქმიანობა არალეგალური იყო, რადგან ის ეკონომიკურ საქმიანობას რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე ახორციელებდა.