აღმოჩენილია ღუზა, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, ბალტიის ზღვაში სადენები დააზიანა

ფინეთის პოლიციის განცხადებით, ბალტიის ზღვის ფსკერიდან ამოღებულია ღუზა – იმ ინციდენტის გამოძიების ფარგლებში, რომლის დროსაც დაზიანდა წყლის ქვეშ მდებარე ელექტრო და ტელეკომუნიკაციის სადენები.
გამოძიებისას გამოკვეთილი ვერსიით, სადენების დაზიანება მოჰყვა ხომალდის მიერ ღუზის გარკვეულ მონაკვეთზე თრევას. დაკავებულია ს ნავთობით დატვირთული ტანკერი, Eagle S-ი, რომელსაც ერთ-ერთი ღუზა არ აღმოაჩნდა. მანამდე გამომძიებლები ამბობდნენ, რომ წყალზე აღმოაჩინეს ათობით კილომეტრის სიგრძის კვალი იმის დასტურად, რომ ხომალდმა ღუზა ათრია – თუმცა საკუთრივ ღუზა ნაპოვნი არ იყო.
“ადგილი, სადაც ღუზა აღმოჩენილ იქნა, ემთხვევა Eagle S-ის მარშრუტს… ზღვაზე აღმოჩენილი თრევის კვალის დასავლეთის ბოლოს მიმართულებით” – ამბობს ფინეთის გამოძიების სახელმწიფო ბიურო (NBI) განცხადებაში.
ფინეთის საბაჟოს ვარაუდით, ტანკერი ეკუთვნის რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს” – ხომალდებს, რომლებიც დაატარებენ რუსეთის ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. ამ პროდუქტებს ემბარგო აქვთ დაწესებული ში მოსკოვის შეჭრის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი ეხუროს და ხმალი ეჭიროს? ხაბეიშვილს ან ბურჭულაძეს რას უწუნებენ? – არჩევნებს რაც შეეხება, „ოცნება“ 70%-ს დაიწერს, მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?