აღმოჩენები, რომლებიც ნობელის პრემიას იმსახურებდნენ, თუმცა ჯილდო არ მიუღიათ – CNN

ამ კვირაში სხვადასხვა დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. საუკუნეზე მეტი ხნის წინ, შვედი მრეწველის – ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული ჯილდო რევოლუციურ და ინოვაციურ აღმოჩენებს ეძღვნება. ისეთ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომლებიც შესაძლოა, ათწლეულებში ერთხელ ხდება.
აშკარად რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიპოვებს მეცნიერების საუკეთესო ჯილდოებს. სია და ნომინანტები საიდუმლოდ რჩება, ხოლო შერჩევის პროცესის დეტალები 50 წლით არის დალუქული საზოგადოებისთვის. წარმოგიდგენთ 5 მიღწევას, რომელსაც ნობელის პრემია არ მიუღია, თუმცა ნამდვილად იმსახურებდნენ.
პირველი ადამიანის გენომი
ადამიანის გენომის რუკების შედგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიასა და სხვა სფეროებში. ნობელის პრემიის ერთ-ერთი ხშირად განხილული კანდიდატები არიან მეცნიერები, ვინც ადამიანის გენომის რუქები შეადგინეს. პროექტი 1990 წელს დაიწყო და 2003 წელს დასრულდა. ადამიანის სიცოცხლის გენეტიკური კოდის გატეხვაში ჩართული იყო ათასობით მკვლევარი შეერთებულ შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და სხვა ქვეყნებიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პროექტმა შესაძლოა, ნობელის პრემია არ მოიპოვა, არის ამ საქმეში ჩართული ადამიანების დიდი რაოდენობა. ნობელის მიერ 1895 წლის ანდერძში დადგენილი წესების თანახმად, პრიზის მიღება სფეროს მხოლოდ სამ წარმომადგენელს შეუძლია.
ჭარბწონიანობის მკურნალობის რევოლუციური აღმოჩენა
წონის დაკარგვის ბლოკბასტერული მედიკამენტების შემუშავებამ, რომელიც საჭირო ჰორმონს იმიტირებს, (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1, ან GLP-1), ჯანდაცვის სამყარო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ნამდვილად შეძრა. მსოფლიოში ყოველ მერვე ადამიანს აწუხებს ჭარბწონიანობა. ეს მაჩვენებელი 1990 წლიდან გაორმაგდა და მედიკამენტს, რომელიც სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, აქვს ჭარბოწნიანობის მკურნალობის პოტენციალი. მასთან ის ხშირად ინიშნება ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდაც. „სემაგლუტიდის“ სახელით ცნობილი წამლის შემუშავებაში, სამი მეცნიერი – სვეტლანა მოჯსოვი, დოქტორი ჯოელ ჰაბენერი და ლოტე ბჟერ კნუდსენი მონაწილეობდნენ. მათ მოიგეს 2024 წლის Lasker-DeBakey კლინიკური სამედიცინო კვლევის ჯილდო, რომელიც ხშირად განიხილება იმის ინდიკატორად, წარდგენილები იქნებიან თუ არა ისინი ნობელის პრემიაზე.
ტრანსფორმაციული AI
ხელოვნური ინტელექტი, ანუ AI, უპრეცედენტო ტემპით ცვლის ადამიანების ცხოვრებას. ეს არის სფერო, რომელშიც ასეული ათასობით ადამიანი იმკვიდრებს თავს მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, ორი სახელი – Google DeepMind-ის გამომგონებლები, დემის ჰასაბისი და ჯონ ჯამპერი, ნამდვილად გამოირჩევიან.
პენდლბერი „ნობელის ღირსი“ პიროვნებების იდენტიფიცირებას ახდენს იმის გაანალიზებით, თუ რამდენად ხშირად ასახელებენ მეცნიერები თავიანთ ძირითად სამეცნიერო ნაშრომებს წლების განმავლობაში. ისინი არიან AlphaFold Protein Structure Database – AI პროგრამის გამომგონებლები, რომელიც დეკოდირებს ცილების 3D სტრუქტურებს ამინომჟავების თანმიმდევრობიდან. ამ ტექნოლოგიას მთელს მსოფლიოში მინიმუმ 2 მილიონი მკვლევარი იყენებდა. AlphaFold მოქმედებს როგორც “გუგლის ძიების სისტემა“ ცილების სტრუქტურებში და უზრუნველყოფს მყისიერ წვდომას ცილების „წინასწარმეტყველურ“ მოდელებზე. ეს ყველაფერი აჩქარებს პროგრესს ფუნდამენტურ ბიოლოგიაში. ჯამპერმა და ჰასაბისმა უკვე მოიგეს 2023 წლის ლასკერისა და ბრეკრტროუს პრიზები.
ნაწლავის მიკრობიომის შესწავლა
ნაწლავები სავსეა მიკრობებით – ბაქტერიებით, ვირუსებით და სოკოებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ადამიანის სხეულში ტრილიონობით მიკრობი ცხოვრობს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გენეტიკური თანმიმდევრობის მიღწევებით, მეცნიერებმა უკეთ გაიგეს, რას აკეთებენ ეს მიკრობები, როგორ საუბრობენ ერთმანეთთან და როგორ ურთიერთობენ ადამიანის უჯრედებთან. ბიოლოგი დოქტორი ჯეფრი გორდონი ცდილობდა გაეგო ადამიანის ნაწლავის მიკრობიომი.
ის ხელმძღვანელობდა სამუშაოს, რომელმაც ადამიანების ნაწლავის მიკრობიომი შეისწავლა და მისი მეშვეობით გააუმჯობესა კვების უნარები თითქმის 200 მილიონ ბავშვში.
კიბოს გამომწვევი გენები
ადამიანებსა და შიმპანზეებს შორის გენეტიკური განსხვავებების კვლევის ფონზე, ამჟამად ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინისა და გენომის პროფესორმა – მერი-კლერ კინგმა, ახალი მიდგომა შეიმუშავა. მან 17 წელი მოახმარა მკერდისა და საკვერცხეების კიბოს – BRCA1 გენის მუტაციის გამოვლენას და შესწავლას. აღმოჩენამ მერის საშუალება მისცა, შეექმნა გენეტიკური ტესტირების ფორმა, რომელიც ქალებში მკერდის კიბოს გაზრდილ რისკს ავლენს.
წყარო: cnn.com bpn.ge