აღმოსავლეთ უკრაინაში მატულობს სამოქალაქო მსხვერპლის რიცხვი, ზელენსკი აცხადებს, რომ კიდევ იქნება დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე

აღმოსავლეთ ში იზრდება მსხვერპლის რიცხვი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, იმ ფონზე, როცა განაგრძობს შეტევებს და აცხადებს, რომ ორი სოფელი დაიკავა, უკრაინის პრეზიდენტი, კი ამბობს, რომ საპასუხო დარტყმები კიდევ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე.
უკრაინას ჯერჯერობით არ უპასუხია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე, რომ მისმა ძალებმა 26 ივლისს დაიკავეს სოფელი ზელიონი ჰაი დონეცკის რეგიონში და სოფელი მალინივკა დნეპროპეტროვსკის რეგიონში.
ზელენსკიმ ილაპარაკა აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზის გასწვრივ მიმდინარე ინტენსიურ ბრძოლაზე, თუმცა ასევე აღნიშნა უკრაინის არმიის დანაყოფების წარმატებული ნაბიჯები სუმის რეგიონში. ზელენსკის თქმით, მისი ძალები “ოკუპანტებს ანეიტრალებენ სასაზღვრო არეალებში”.
ორი მხარის მიერ გავრცელებული ცნობების გადამოწმება ჯერჯერობით არ ხერხდება.
ზელენსკის თქმით, რუსეთის შეტევის სამიზნედ რჩება არეალები პოკროვსკის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის სიახლოვეს – ქალაქის, რომელშიც ომამდე 60 000-ზე მეტი ადამიანი სახლობდა, და რომელიც ახლა ფაქტობრივად ნანგრევებადაა გადაქცეული, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად.
-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ივლისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუკი მოსკოვი კიევთან შეთანხმებას სექტემბრის დასაწყისამდე არ გააფორმებს.
ტელეკომპანია Fox News-ის მიერ 26 ივლისს გავრცელებულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამბობს, რომ ტრამპი “უფრო და უფრო იმედგაცრუებულია”, რადგან პუტინთან სატელეფონო საუბრებში კარგი მიმოცვლის მიუხედავად, “ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს”.
ტრამპი “მოთმინებას კარგავს. ის კარგავს ნებას კვლავაც დაელოდოს რუსეთის მხარეს, რომ ის რამეს მოიმოქმედებს ამ ომის დასასრულებლად” – თქვა რუბიომ და დასძინა – “პუტინი ამ ომს ვერანაირას შეინარჩუნებდა, რომ არა ჩინეთის მხრიდან მხარდაჭერა, განსაკუთრებით მისი ნავთობის შესყიდვის კუთხით”.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 26 ივლისის ვიდეომიმართვაში ასევე თქვა, რომ გაგრძელდება საპასუხო თავდასხმები სამხედრო სამიზნეებზე რუსეთის ტერიტორიაზე.
ფორუმი