აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი, ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან შეხვედრაზე შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევასთან დაკავშირებით.
„ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან შეხვედრაზე, მქონდა შესაძლებლობა რომ გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევასთან დაკავშირებით. მე გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ისე მთელი რეგიონისთვის“, – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)