“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის” კვლევა და პოლიტიკური შეფასებები – რას ამბობენ “ქართულ ოცნებაში”

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის” კვლევა და პოლიტიკური შეფასებები – მოლდოვა, და საქართველო – ეს ევროკავშირთან დაახლოებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ინდექსია, რომელიც, როგორც ირკვევა, პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებებით შექმნა.
ანგარიშის ავტორები ქულების დაწერის დროს ადგილობრივი ექსპერტების მიერ მიწოდებულ მასალებს ეყრდნობიან. რაც იმას ნიშნავს, რომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ქართველებმა საკუთარ ქვეყანას დაბალი ქულები დაუწერეს. მმართველი გუნდი ფაქტის მიღმა ოპოზიციისა და მათი უცხოელი პარტნიორების კვალს ხედავს.
უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი ორგანიზაციების დასკვნების უარყოფა და გარკვეული მონაცემების დამახინჯება შეგნებულად და მიზანმიმართულად ხდება.
“უკრაინელმა და მოლდოველმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ან თავის ქვეყნებს, გადაჭარბებით, მაღალი ნიშნები დაუწერეს, ან ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გამოცდილები არიან საბოტაჟის რეჟიმის შექმნაში, დაუწერეს საკუთარ ქვეყანას ნაკლები ქულები, და შედარებამ, რასაკვირველია, გამოიყვანა საქართველო მესამე ადგილზე. ან ერთია სწორი, ან – მეორე ან ორივე ფაქტს ერთად აქვს ადგილი. მაგრამ, თუკი მხედველობაში მივიღებთ ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რასაკვირველია, გამოდის, რომ ამ შეფასებებს, რომელიც ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ჯგუფმა გააკეთა, აქვს სერიოზული აცდენა რეალობასთან და ამას შეიძლება პირდაპირ ვუწოდოთ საბოტაჟის ერთ-ერთი ფორმა,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ”, ისინი არასამთავრობოების მეშვეობით საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან – ეს გიგანტური თაღლითობაა – ილონ მასკი