აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს

აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს
ფოტო: Jun Seong Yi
1
წაკითხვა
სამხრეთ კორეაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მათ თავის ქალის ნაწილს მიაგნეს, რომელიც პატარა პრეისტორიულ არსებას ეკუთვნის. ის მეცნიერებმა კორეული მულტფილმის “პატარა დინოზავრი დული” პერსონაჟს მიამსგავსეს, ამიტომ ცხოველის გვარს დულიზავრი დაარქვეს.
ნამარხს სინანში მდებარე ილგსეონგსანის გეოლოგიური ფორმაციის მიმდებარედ მიაკვლიეს. პირველად კიდურებისა და ხერხემლის ძვლები იპოვეს, თუმცა თავის ქალის მიგნებას არ ელოდნენ. საერთო ჯამში ამ ყველაფერმა სპეციალისტებს საშუალება მისცა, დინოზავრის ვიზუალური მახასიათებლების შესახებ წარმოდგენა შეჰქმნოდათ.
ფოტო: Jung et al 2026
ის დაახლოებით ინდაურის ზომის უნდა ყოფილიყო, ასაკი კი მხოლოდ ორ წელს უტოლდებოდა, ანუ ჯერ კიდევ იზრდებოდა. ვარაუდობენ, რომ ზრდასრული ინდივიდები ორჯერ დიდები იყვნენ. ავტორები იმასაც ფიქრობენ, რომ დულიზავრის სხეულს ბუსუსები ფარავდა, რაც მას უფრო პატარა შესახედაობას სძენდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს დინოზავრი “ძალიან საყვარელი” უნდა ყოფილიყო და შეიძლება პატარა ბატკანსაც ჰგავდა. მათი თქმით, კორეაში დულის პერსონაჟი საკმაოდ პოპულარულია, მის შესახებ ყველა თაობამ იცის და ვინაიდან ეს ცხოველიც 2 წლამდე ასაკის იყო, მსგავსი სახელ შეეფერება.
მულტფილმის პერსონაჟი დული უფრო დიდ დინოზავრთან ერთად.
ფოტო: Doolynara
დულიზავრი დინოზავრის ამ კონკრეტული გვარის სახელია, ხოლო სახეობას huhmini ეწოდება. ის პროფესორ მინ ჰოს პატივსაცემად შეარჩიეს, რომელიც დინოზავრთა შემსწავლელი ცენტრის დამაარსებელია და სამხრეთ კორეის ყველაზე მნიშვნელოვან ნამარხებსაც იკვლევდა.
ის ქვა, რომელშიც ძვლებს მიაგნეს, ძალიან მაგარია, ამიტომ ყველა ფრაგმენტის მოპოვებას წლები დასჭირდება. ამის მიუხედავად მათი დეტალურად გამოკვლევა მიკრო კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირების მეთოდით შეძლეს. ასე დაადგინეს, რომ ეს დინოზავრი თესცელოზავრთა ოჯახს მიეკუთვნება. ისინი აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში იყვნენ გავრცელებულნი.ახალი ნამარხი კი მიუთითებს, რომ ეს ოჯახი აზიაში წარმოიშვა.
დოლიზავრები, სავარაუდოდ, მცენარეებითა და მწერებით იკვებებოდნენ, ხოლო ზომაში გაზრდის შემდეგ პატარა ხერხემლიან ცხოველებსაც ჭამდნენ. სამხრეთ კორეაში დინოზავრის ნაკვალევი და კვერცხებიცაა მიკვლეული, მაგრამ ახალი სახეობა იქ აქამდე 15 წელი არ იყო გამოვლენილი.
ნაშრომი გამოცემაში Fossil Record გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს6994 ნახვა
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას2386 ნახვა
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს1247 ნახვა
აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული631 ნახვა
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს608 ნახვა
გირჩევთ
მეცნიერება
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
ფლორა და ფაუნა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული
გადახედვა
მეცნიერება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
გადახედვა
მეცნიერება
ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს
ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
გადახედვა
ფიზიკა
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
გადახედვა
ადამიანი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
გადახედვა
ფიზიკა
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს