აღმოაჩინეს გზა ამპუტირებული პაციენტების ტკივილისგან გადასარჩენად

ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა შესაძლოა იპოვეს გზა ამპუტირებული პაციენტების ფანტომური, გაუსაძლისი, ტკივილის თავიდან ასაცილებლად.
ფანტომური ტკივილი არის ცრუ შეგრძნება, რომელსაც ადამიანი გრძნობს დაკარგულ კიდურში.
ამპუტირებული პაციენტების 60-80%-ს ასეთი ტკივილი აწუხებს. ამჟამად ფანტომური ტკივილისგან თავის დაღწევის მეთოდი არ არსებობს.
ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერები თვლიან, რომ მათ შეუძლიათ უშუალოდ დაეხმარონ პაციენტებს ამპუტაციის დროს. ამისათვის ქირურგმა უნდა დააკავშიროს მოჭრილი ნერვები კუნთთან, ძვალთან ან ცხიმოვან ქსოვილთან. მეცნბიერებს მიაჩნიათ, რომ ამ კავშირის წყალობით, ნერვი “იფიქრებს”, რომ ჯერ კიდევ აქვს თავისი ფუნქცია. ეს თავიდან აიცილებს ან მნიშვნელოვნად შეამცირებს ფანტომურ ტკივილს.
ახლა მოჭრილი ნერვების ბოლოები ლიგირებულია ან კაუტერიზებულია.
აღმოჩენის ლეგიტიმურობა კვლევებით უნდა დადასტურდეს. კვლევაში 6 საავადმყოფოში 260 პაციენტი იქნება ჩართული. ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებენ ნეიროქირურგები, სისხლძარღვთა ქირურგები და რეაბილიტაციის სპეციალისტები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…