„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარებას აგრძელებს. ამჯერად, ბიზნეს მობილბანკში წამყვანი ფინანსური საკონსულტაციო და ანალიტიკური პლატფორმებისგან შეთავაზებები გაერთიანდა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსების მენეჯმენტში დაეხმარება.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის ციფრულ არხში ხელმისაწვდომია განსაკუთრებული პირობები ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა ფინანსური ანალიტიკა, ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური რეპორტინგი, ბიზნესის დაგეგმვა და სხვა. მათ შორისაა:
50%-იანი ფასდაკლება ფინანსური ანალიტიკის პლატფორმაზე – Amadeo
Amadeo.ge ინოვაციური ფინტექ პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს სრულფასოვან ფინანსურ ანალიტიკას და მარეგულირებელი ანგარიშგების ავტომატიზაციას სთავაზობს. პლატფორმა კომპანიის მფლობელებსა და ბუღალტრებს ინფორმირებული და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
Amadeo საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სერვისების სრულ ჩამონათვალზე 1 წლის განმავლობაში 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, თანხის უკან დაბრუნების 3 თვიანი გარანტიით.
ვრცლად შეთავაზება იხილეთ აქ
40% ფასდაკლება კომპანიის ფინანსურ მომსახურეობაზე – ლევერიჯ კონსალტინგი
ლევერიჯ კონსალტინგი ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ფინანსური მენეჯმენტის სრულ სერვისებს, პროფესიონალურ მომსახურებას და კონფიდენციალურობას სთავაზობს.
სერვისების ჩამონათვალი მოიცავს ფინანსური მენეჯერის/დირექტორის აუთსორსინგს, ფინანსურ ანალიზსა და დიაგნოსტირებას, ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციას და სხვა.
საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ამ და სხვა სერვისებზე 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
ვრცლად შეთავაზება იხილეთ აქ
35% ფასდაკლება ფინანსური მენეჯმენტის ყველა მიმართულებაზე – ფინანსური ლაბორატორია
საკონსულტაციო კომპანია ფინანსური ლაბორატორია 10 წელია, რაც მომხმარებლებს ბიზნესის საჭირობებზე მორგებულ სრულ ფინანსურ სერვისს სთავაზობს.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს კი შეუძლიათ ფინანსური მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებაზე, 35%-იანი ფასდაკლება მიიღონ. მათ შორის, კომპანიის სრულ ფინანსურ მართვაზე, სტრატეგიულ ფინანსურ დაგეგმვაზე, ბიზნესის შეფასებაზე და სხვა.
ვრცლად შეთავაზება იხილეთ აქ
20% ფასდაკლება ფინანსური რეპორტინგის მომსახურებაზე – Savvy
SavvY სპეციალიზებული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესისთვის დამატებით ღირებულებას საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით ქმნის. კომპანია პერსონალიზებული და პრაქტიკული მიდგომით ორგანიზაციებს რთული ბიზნეს გამოწვევების გამკლავებაში ეხმარება.
SavvY ბიზნესს სხვადასხვა ტიპის საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს მათ შორის: კვლევასა და დაგეგმვას, მხარდაჭერას დაფინანსების მოპოვებაში, ინვესტიციების მართვას და სხვა. დამწყები ბიზნესები კი, რომლებიც საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, ფინანსური მენეჯმენტის მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ვრცლად შეთავაზება იხილეთ აქ
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ათობით სხვა ბიზნესის პროდუქტებსა და მომსახურებაზე შეღავათებსა და სპეციალურ პირობებს სთავაზობს. გაიგეთ მეტი შეთავაზებების შესახებ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკიდან.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ მარტივად 2 წუთში.
