აღმოაჩინეთ მარკეტინგული კურსები საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე

“ მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, ასევე ბიზნესის მართვით დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობას აძლევს, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსებით გაიღრმავონ ცოდნა და საკუთარი საქმიანობა გააძლიერონ. ამ მიზნით, ბანკმა რამდენიმე წლის წინ შექმნა პლატფორმა businesscourse.ge, რომელზეც მრავალფეროვანი ონლაინ კურსებია ხელმისაწვდომი.

პლატფორმაზე ახლა 60-მდე კურსია განთავსებული. მათ შორისაა მარკეტინგის მიმართულებს კურსები, რომლებიც ამ დარგის თანამედროვე პრინციპებსა და მეთოდებს მიმოიხილავს. კურსები ხელმისაწვდომია დისტანციურად, ვიდეოლექციების ფორმატში და მათი გავლა ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია.

მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში

ამ კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მარკეტინგული კვლევის დაგეგმარების სწორ პროცესსა და ჩატარებას ბიზნესისთვის. გაეცნობით მარკეტინგული კვლევის მეთოდებს, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ძირითად უპირატესობებსა და განსხვავებებს. ასევე გაიგებთ, თუ რა ინფორმაციას გვაძლევს მარკეტინგული კვლევა ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის. კურსი შედგენილია გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია ACT-ის აღსრულების ლიდის, ნატალია კვიწინაშვილის, მიერ.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

Email მარკეტინგი

ბიზნესკურსზე „Email მარკეტინგი“ შეისწავლით, მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის შეგროვების მეთოდებს, ტექსტური მეილების ვიზუალიზაციასა და ციფრული ხელსაწყოების ისე გამოყენებას, რომ შეძლოთ ეფექტური კამპანიების დაგეგმვა და გაშვება თქვენი ბიზნესისთვის. კურსს უძღვება საქართველოს ბანკის ციფრული არხების ხელმძღვანელი, სოსო გომარელი.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

ელექტრონული კომერცია

აღნიშნული კურსით გაიგებთ, როგორ შექმნათ ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, რომელი პლატფორმები გამოიყენოთ, რა როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მარკეტინგი ამ გზაზე. ეს ყველაფერი კი წარმატებული ბიზნესის წამოწყებასა თუ მართვაში დაგეხმარებათ. მას უძღვება ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, თორნიკე აფხაზი.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

კონტენტის მენეჯმენტი

ამ კურსით შეიტყობთ, რა მნიშვნელობა აქვს კონტენტის მარკეტინგს დამწყები ბიზნესებისთვის, კონტენტის როგორი ფორმატები არსებობს, როგორ უნდა შეადგინოთ კონტენტის სტრატეგია და დაგეგმოთ კამპანია. კურსის განმავლობაში გაიცნობთ მარტივ აპლიკაციებს, რომლებიც კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ, ამასთან, გაეცნობით თანამედროვე ტენდენციებს. კურსი მოამზადა ესერტი კონტენტ სტუდიოს დამფუძნებელმა ლიანა მეტრეველმა.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

ბრენდინგი

ბრენდინგის ბიზნესკურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, სად იწყება ბრენდი, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ მის ასაშენებლად, როგორ უნდა შეურჩიოთ ბრენდს მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, როგორ დაარქვათ სახელი, რა დეტალები გაითვალისწინოთ ბრენდის დიზაინის შექმნისას და სხვა. კურსს უძღვება ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

ინფორმაციისთვისბიზნესკურსი ბიზნეს 360°ის ნაწილიაბიზნეს 360° კი ციფრული პლატფორმაარომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებსრასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტებიგანვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებიშეთავაზებებიღონისძიებებისექტორული კვლევები თუ სხვა.