„საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდი მოეწყო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მანამდე ავარიულობის გამო საფეხმავლო ხიდზე გადაადგილება აკრძალული იყო.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი საფეხმავლო ხიდი, რომელიც აბსოლუტურად უსარგებლო და სახიფათო იყო. განხორციელდა ზემოთ ხსენებული ხიდის დემონტაჟი, შენარჩუნდა მხოლოდ ბურჯები, რომელიც გამაგრდა, დამონტაჟდა ლითონის კონსტრუქცია და მოაჯირები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების ქსელი LED სანათებით. ასევე, მოწესრიგდა ხიდამდე მისასვლელი გზები. პირველად დაიგო ამ ტერიტორიაზე ასფალტი. დღეს უკვე შესაძლებელია მოსახლეობამ ისარგებლოს უსაფრთხო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა კახა კალაძემ.