აღმაშენებლის გამზირზე დაჭრილი 23 წლის პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – საფრთხე აღარ ემუქრება კიდევ ერთი დაჭრილის სიცოცხლეს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დაჭრილი 23 წლის პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკა “ჰელსიკორშია“ მოთავსებული.
პოლიციელს ქირურგიული დახმარება გუშინ ჩაუტარდა. სტაბილურია მეორე დაჭრილის მდგომარეობაც.
თბილისში ორი ადამიანის, მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე, მოწმეთა გამოკითხვები გრძელდება.
მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 39 წლის მამაკაცი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მან მიაყენა ორივე დაზარალებულს ცივი იარაღით ჭრილობები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად