აღზევებიდან დაქვეითებამდე ერთი ნაბიჯია – სომხეთთან რევანშის იმედით

ერთა ლიგის B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორეადგილოსან სომხეთს დაუპირისპირდება – 20 მარტს გასვლაზე და 23 მარტს სახლში. პირველ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული გურამ კაშია და ვერ დაეხმარებიან. ერთი სიტყვით, A დივიზიონში აღზევებასთან ახლოს ვიყავით და გავარდნის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდით.
საქართველოს ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის C დივიზიონში 2020 წელს ორჯერ შეხვდა, პოლონეთის ქალაქ ტიხიში მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა, თბილისში კი 1:2 წავაგეთ. მაშინ ჯგუფში გამარჯვებულები ჩვენი მეზობლები გამოვიდნენ, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, მესამეზე საქართველო, მეოთხეზე
კი – .
სომხეთი B ლიგაში გადავიდა, მაგრამ იქ ადგილი ვერ შეინარჩუნა, ხოლო ახლა ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა.
სომხეთის ნაკრები ამა წლის 14 ნოემბერს С4 ჯგუფში საკუთარ მოედანზე ფარერებთან 0:1 დამარცხდა, აუტსაიდერი იყო და D ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო ტურში რიგაში ლატვიას 2:1 მოუგო და საბოლოოდ მეორე პოზიცია დაიკავა. ამ გუნდს გადაყენებული უკრაინელის, ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად დროებით სურენ ჩახალიანი ხელმძღვანელობს.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ C ლიგიდან პლეი-ოფის საგზურის მოპოვება გაცილებით იოლია, რაც არასწორია, რამეთუ იმის გამო, რომ მომავალი ევროპირველობა ოთხ ქვეყანაში გაიმართება და მასპინძლები ავტომატურად დაიშვებიან ტურნირზე, C ლიგიდან შეიძლება პლეი-ოფში არცერთ გუნდი არ დაუშვან, ან უკეთეს შემთხვევაში საგზურები მინიმუმამდე შემცირდეს.