ჯანმრთელი, გონიერი და ბედნიერი ადამიანის ფორმირება დაბადების მომენტიდან იწყება. ოჯახის შემდეგ პირველი სოციალური გარემო, სადაც პატარა განვითარების პროცესს გადის საბავშვო ბაღია. სწორედ ამიტომ მშობლები საბავშვო ბაღის შერჩევის პროცესს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ისეთ გარემოს არჩევენ, სადაც მათი პატარა ყველა საჭირო სერვისს, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს მიიღებს. სააღმზრდელო დაწესებულების შერჩევის პროცესი ბევრისთვის სტრესულია, რადგან უცხო ადამიანებს შენი შვილი უნდა ანდო. შერჩევის პროცესს ჩვენ გაგიმარტივებთ. ,,ინდიგო-ბავშვები“ – ეს ის საბავშვო ბაღია, სადაც პატარებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო, განვითარებაზე ორიენტირებული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა შექმნილი.
,,ინდიგო ბავშვების’’ ისტორია 2022 წელს დაიწყო, როდესაც ფსიქოლოგმა და ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტმა ინა ფურცხვანიძემ პატარების აღზრდა დაიწყო და პირველი ფილიალი მუხიანში, ნონეშვილის გამზირზე გახსნა. ბაღის ისტორიაში მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი 2024 წელს დაიწყო, როდესაც ,,ინდიგო-ბავშვებს“ მეორე ფილიალი სოფელი დიღომში, გრიგოლ ხანძთელის 1-ში შეემატა.
ორივე ფილიალი ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში მდებარეობს. შენობები გამოირჩევა ნათელი ოთახებით, ეზოები კი ბავშვებზე მორგებული და უსაფრთხო სივრცით. აღსაზრდელებს სხვადასხვა უნარების განვითარებაში მრავალწლიანი გამოცდილების და მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმზრდელ-პედაგოგები ეხმარებიან. ეკოლოგიურად სუფთა გარემო კი პატარების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს. ,,ინდიგო-ბავშვები’’ აღსაზრდელებს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.
სოფელი დიღომში, გრიგოლ ხანძთელის 1-ში მდებარე ფილიალში აღსაზრდელების მიღების პროცესი უკვე დაწყებულია. ბაღი ამ ეტაპზე 60 პატარას მიიღებს, თუმცა სამომავლოდ მისი გაფართოება იგეგმება. ,,ინდიგო-ბავშვების“ დამფუძნებელი და დირექტორი ბაღის უპირატესობებზე გვესაუბრება.
,,სოფელ დიღომში ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. ინვენტარი დამზადებულია ხის მასალისგან და ის აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთაა. გვაქვს გერმანული ფირმის ,,ჰაპეს“ ინვენტარი და სათამაშოები. ასევე, გვაქვს ქართული წარმოების ,,დაჯეს“ ინვენტარი, რომელიც ხის მასალისგან არის დამზადებული. გვაქვს კეთილმოწყობილი გარემო, რომელიც სტანდარტების შესაბამისია. ბაღი გზიდან მოშორებით მდებარეობს. არ ესაზღვრება სხვა შენობები და გვაქვს აბსოლუტურად ბუნებრივი გარემო. ბაღის ტერიტორიაზე არის როგორც ბუნებრივი საფარი, ასევე ხელოვნური. ინვენტარი სტანდარტებს აბსოლუტურად შეესაბამება. რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადად გამოყენებული გვაქვს ხის მასალა.’’- აცხადებს ბაღის დამფუძნებელი და დირექტორი ინა ფურცხვანიძე.
ბაღი დილის 8:30-დან საღამოს 19:30 საათამდე მუშაობს. ,,ინდიგო-ბავშვების“ სოფელ დიღმის ფილიალში პატარას მიყვანა 8 თვიდან შეგიძლიათ. მუხიანის ფილიალში კი ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს. იღებენ პატარებს, რომლებსაც ფეხი უკვე ადგმული აქვთ. სააღმზრდელო დაწესებულებას ემსახურება მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, პერსონალური ინფორმაციის დაცვის ოფიცერი. ,,ინდიგო-ბავშვები’’ პირველი ბაღია, რომელსაც სოციალური მუშაკი ჰყავს. ,,ინდიგო-ბავშვები“ ასევე თანამშრომლობს კერძო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი ,,Kidsoffice’’-თან.
,,მიდგომები არის ბავშვზე ორიენტირებული. ბაღის ორივე ფილიალი ყველა სტანდარტზე მორგებულია. ბაღს ემსახურება მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, პერსონალური ინფორმაციის დაცვის ოფიცერი, პირველი ბაღი, რომელსაც ემსახურება სოციალური მუშაკი. მე თავად გახლავართ სოციალური მუშაკი. მიღებული მაქვს მაგისტრის ხარისხი და მე თავად ვთანამშრომლობ ამ უწყებებთან.’’- აცხადებს ბაღის დამფუძნებელი და დირექტორი ინა ფურცხვანიძე.
,,ინდიგო-ბავშვები“ აღსაზრდელებს სხვადასხვა წრეს სთავაზობს. მათ შორის არის ქართული ცეკვისა და ბალეტის, ცურვის, ტანვარჯიშისა და ჭადრაკის წრეები. ასევე რობო კლუბი, თუმცა მომავალი წლიდან არჩევანი კიდევ უფრო გაფართოვდება, რადგან იგეგმება ტაეკვანდოს და დრამატურგიის დამატება. ცურვის გარდა ყველა წრე ბაღის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, რაც მშობლებისთვის დამატებითი კომფორტია. იზოგება დრო და ფინანსები. მით უმეტეს ბაღი მშობლებს შეღავათებს სთავაზობს.
,,მსურველების შესაბამისად დგება ჯგუფები. წრეები ფუნქციონირებენ, თუ იქნება მოთხოვნა და ეს სერვისები აქტიურდება. გვინდა დავამატოთ რამდენიმე წრე. მაგალითად, ბიჭებისთვის გვინდა ტაეკვანდოს დამატება მომავალი სასწავლო წლიდან. ვფიქრობთ დრამატურგიის წრის ცალკე ამოქმედებას. შედის სერვისში, თუმცა ცალკეც არის მოთხოვნა და ამ კუთხით ვცდილობთ, რომ ესეც დავაკმაყოფილოთ. წრეები ფუნქციონირებს ადგილზე. მშობელი ზოგავს დროს, ენერგიას და თანხებს. გვაქვს შეღავათები, დედ-მამის შვილებზე კიდევ მეტია შეღავათი. ცურვასთან დაკავშირებით ხშირად ისმება კითხვა ადგილზე გვაქვს თუ არა ეს წრე. სოფელ დიღომში გვაქვს აუზი, მაგრამ ცურვის სწავლება არ ხდება. ბავშვების ტრანსპორტირება ხვდება ჩვენი ტრანსპორტით და ჩვენი გამცილებლით. მიგვყავს კონტრაქტორი კომპანიის აუზზე, სადაც სწავლობენ ცურვას. შემდეგ უკან, ბაღში ვაბრუნებთ ჩვენი ტრანსპორტით და გამცილებლით. ეს სერვისი მშობლისთვის არის დროის დაზოგვა და ერთ სივრცეში მოქცეული მრავალმხრივი სერვისი, რაც ძალიან კომფორტულია მშობლებისთვის.’’- აცხადებს ინა ფურცხვანიძე.
,,ინდიგო-ბავშვების“ კიდევ ერთი უპირატესობა ბავშვების კვებასა და რაციონზე ზრუნვაა. ბაღში დანერგილია საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა HACCP-ი, რაც იმას გულისხმობს, რომ მკაცრად კონტროლდება როგორც პროდუქტის ხარისხი, ასევე მისი შემადგენლობა და საკვების მიწოდების სტანდარტები. პატარები უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებითა და ორჯერადი ხემსით.
,,მაქსიმალურად ვითვალისწინებთ რისკებს. მაგალითად, როგორ ხდება სურსათის ტრანსპორტირება, როგორ ინახება, როგორ ხდება სერვირებამდე გამზადებული კერძის მიწოდება. მენიუ არის ეკოლოგიურად სუფთა და გათვალისწინებულია იმ კალორაჟზე, რაც ბავშვმა უნდა მიიღოს. გათვალისწინებულია ინგრედიენტები, რითაც უნდა შედგებოდეს მენიუ. დაცულია ტრანსპორტირებისა და მომზადების წესები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროდუქტს აქვს თავისი როგორც ტრანსპორტირების, ასევე შენახვისა და გამოყენების წესი, რაც დაცულია და კონტროლირებულია HACCP-ის მიერ. ბაღი გამართულია სხვა რისკების მართვის მხრივაც. ამას ხელმძღვანელობს HACCP-ის ჯგუფი. ასევე სპეციალისტი, რომელიც ბაღში ამ მიმართულებით გვიწევს რეკომენდაციებს. ჩვენთან მენიუ სრულიად დაცული და გაწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტროლდება თითოეული ინგრედიენტის შემადგენლობა. ვიცავთ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების პროპორციებს. ის კალორაჟი, რაც უნდა მიიღოს ბავშვმა ბაღში სრულიად უზრუნველყოფილია.’’- აცხადებს ბაღის დამფუძნებელი და დირექტორი.
საბავშვო ბაღში დანერგილია ინკლუზიური განათლების სისტემა. სპეციალური საჭიროებების მქონე პატარები უზრუნველყოფილები არიან პირადი ასისტენტის და თერაპევტის მომსახურებით. ,,ინდიგო-ბავშვები“ აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის შექმნილ დღის ცენტრებთან.
,,მე თავად გახლავართ ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ვარ ფსიქოლოგი. ინტენსიურად ვმუშაობთ განვითარების ცენტრებთან. ჩვენი მხრიდან ხდება ბავშვების მათთან გადამისამართება შემდგომი დიაგნოზისა და რეკომენდაციის მიზნით. ასევე, ჩვენ მოგვმართავენ და აქტიურად მოდის როგორც პირადი ასისტენტი, ასევე თერაპევტები. ამ მხრივ ბაღში გვაქვს მაქსიმალურად მხარდამჭერი გარემო. ჯერჯერობით ინფრასტრუქტურა სრულად არ გვაქვს გამართული, თუმცა ამაზე ვმუშაობთ და ავტორიზაციის ფარგლებში ეს საკითხიც იქნება დაძლეული.’’- აცხადებს ინა ფურცხვანიძე.
სოფელ დიღომში მდებარე ფილიალი მხოლოდ ამ უპირატესობებით არ გამოირჩევა. ბაღი მშობლებს გახანგრძლივებული ჯგუფების მომსახურებას სთავაზობს. ,,ინდიგო-ბავშვებს“ შეთავაზება აქვთ სხვა სააღმზრდელო დაწესებულების ბავშვებისთვისაც. ბაღი იმ დღეებშიც მუშაობს, როცა სხვები ისვენებენ. აღმზრდელები მზად არიან პატარები შაბათ-კვირას, არდადეგებისა და დღესასწაულების პერიოდშიც დაიტოვონ.
,,გვაქვს დღიური სერვისი. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო ბაღი ისვენებს, არდადეგების ან დღესასწაულების პერიოდია მზად ვართ მივიღოთ პატარები. მაგალითად, საჯარო ბაღები 15 სექტემბრამდე არ იწყებენ მუშაობას, ჩვენ 1 სექტემბრიდან ვიწყებთ სააღმზრდელო პროცესს. ახალი წლის პერიოდშიც ,,ინდიგო“ 3 იანვარს იწყებს მუშაობას, მაშინ როდესაც საჯარო ბაღები 15 იანვრამდე არ აახლებენ სააღმზრდელო პროცესს. ასევე, ვთავაზობთ გახანგრძლივებულ ჯგუფებს და პატარების შაბათ-კვირას დატოვებას. ეს სერვისები შეთავაზებაში გვაქვს. მუხიანის ფილიალში ვთავაზობთ ასეთ სერვისს არდადეგების შემთხვევაში. რაც შეეხება სოფელ დიღმის ფილიალს, აქ ყველა შეთავაზება ძალაშია.’’- აცხადებს საბავშვო ბაღი ,,ინდიგო-ბავშვების“ დამფუძნებელი და დირექტორი ინა ფურცხვანიძე.
