„აღარ მსურს რობერტ სტურუას სპექტაკლებში მონაწილეობა“ – ანა ამილახვარი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ანა ამილახვარი აცხადებს, რომ რობერტ სტურუას სპექტაკლებში მონაწილეობა აღარ სურს.
„ჩემს სტატუსს რუსთაველის თეატრში ასე ადვილად ვერ დავთმობ, რადგან ის ჩემი ჯანმრთელობის და ფსიქიკური კრიზისების ფონზე მაქვს მოპოვებული. თუმცა, პირველად ვამბობ, რომ მე აღარ მსურს ბატონი რობერტ სტურუას სპექტაკლებში მონაწილეობა. დავიწყებ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს და მე მასთან საერთო აღარაფერი მაქვს. ძალიან დიდი ბოდიში მაყურებელს იმისთვის, რაც ხდება რუსთაველის თეატრში. იმედი მაქვს, დაიბრუნებს თავის ღირსებას“, – აცხადებს ანა ამილახვარი.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!