“აღარ მინდა, “ჯოკერი” ვიყო” – ზივზივაძემ დუბლის შემდეგ ძირითადი მოითხოვა და მწვრთნელმაც უპასუხა

მეორე ბუნდესლიგის მეთოთხმეტე ტურში “კარლსრუემ” საკუთარ მოედანზე “ნიურნბერგი” 4:1 დაამარცხა და ამ მატჩში თავი მასპინძელთა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა.
ზივზივაძე 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო და დუბლი შეასრულა. მატჩის შემდეგ ქართველმა თქვა, რომ მომდევნო თამი ძირითად შემადგენლობაში დაყენებას ელოდება.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გოლის გატანის გრძნობა უკვე დავიწყებული მქონდა. აღარ მინდა “ჯოკერი” ვიყო და მსურს, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან ვიმყოფებოდე.
ვიცი რისი გაკეთებია შემიძლია და გავაგრძელებ მუშაობას, რათა სასტარტოში მოვხვდე”, – თქვა 29 წლის ფორვარდმა.
ბუდუს “კარლსრუეს”
მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის თუ ვინ იქნება შემდეგ მატჩში მოედანზე არა კონკრეტულად ამ შეხვედრაში გადაწყდა, არამედ მთელი კვირის განმავლობაში თითოეულმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითადში შემადგენლობის ღირსია.