აღაიანის სატრანსპორტო კვანძი – აგარების სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ42 – კმ121 (აღაიანის სატრანსპორტო კვანძი – აგარების სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ121 – კმ180 (აგარების სატრანსპორტო კვანძი – ზესტაფონის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, – დროებით შეზღუდულია.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
