“აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი” – “დილას” მწვრთნელი კონფერენს ლიგის კენჭისყრაზე

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დილა” ლუქსემბურგის “რასინგს” დაუპირისპირდება. წილისყრა გორული გუნდის მწვრთნელმა დიეგო ლონგომ კლუბის პრესსამსახურთან შეაფასა:
“მოგესალმებით, რა შეიძლება ითქვას წილისყრაზე? არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იღებ მონაწილეობას. სუსტი მეტოქე არ არსებობს, ყველა უნდა დააფასო და მიუდგე თითოეულ თამაშს როგორც ფინალს.
მე ვნახე გუნდი და საკმაოდ ახალგაზრდული და დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის ჩვენი მიზნებისთვის, უნდა გავიდეთ მოედანზე და მაქსიმუმი ვაჩვენოთ, რათა გავიაროთ ყველა შესაძლო ეტაპი. თუმცა სანამ კონფერენს ლიგის თამაშები მოვა, მანამდე გვაქვს უმნიშვნელოვანესი მატჩი “იბერიასთან”. ახლა ამ კონკრეტულ დაპირისპირებაზე გვაქვს სრული კონცეტრაცია, რათა შევძლოთ გამარჯვება და ფინალში გასვლა. მე აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი და ჩემ ბიჭებთან ერთად ყველაფერს გავიღებ ამისთვის”.