სამოქალაქო აქტივისტი, ლევან ჯობავა იზოლატორიდან წერილს აგზავნის.
სალამი ხალხო, მერიდება კიდეც პატიმრის ამპლუაში ვიყო და ვწერდე მაშინ, როცა მესამე დღეა იზოლატორში ვარ, თან იმ ფონზე, როცა ადამიანები თვეობით ჰყავს ტყვეობაში რეჟიმს. აქ, კამერაში სულ აქციის ხალხი ვართ. მხნედ ვართ. ტელევიზორის ყურების ერთ საათს საინფორმაციოების გადახვევაში ვატარებთ. მადლობა ყველას ჩვენი ოჯახის თანადგომისთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა ბრძოლისთვის. ჩაგვრა არავის შერჩება. მხნედ იყავით და ერთმანეთს გაუფრთხილდით. ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”- წერს ლევან ჯობავა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ლევან ჯობავას 19 ოქტომბერს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვისა და სახის შენიღვბის საბაბით 14 პირი დააკავა.
