“აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან” – “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ

“აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან” – ამ შეძახილებით “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად.
მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვები გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით, შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს.
ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, 130-ზე მეტი მძევალი იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე