“აქ არის საზოგადოება, რომელიც მშვიდობიანად, ღირსეულად შედის ევროპაში” – პრეზიდენტი პროევროპულ მარშს შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, თავისუფლების მოედანზე შეუერთდა მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მისი თქმით, 20 ოქტომბრის მარში და აქცია ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იქნება.
“დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი, და ალბათ, ყველაფერი არის ნიშანი ამ ცხოვრებაში. ნიშანი იმისი, რომ მოდის ახალი მომავალი. მოდის ახალი საქართველო. ის საქართველო, რომელიც დღეს დგას ჩემ წინ, არის თავისუფალი საქართველო. აქ არავინ არ არის ძალით მოსული. არავინ არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს, რომ “თუ არა და სამსახურს დაკარგავ”; არცერთი სტუდენტი არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს, რომ “თუ არა, სტიპენდია არ გექნება”.
არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს დგას აქ ხვალინდელი საქართველო. დღეს დგას აქ გუშინდელი საქართველო, ოღონდ არა ის, რომელიც იყო ჩაძირული საბჭოთა კლანჭებში, არამედ თავისუფალი საქართველო, ჩვენი წინაპრების და ჩვენი ღირსეული ისტორიის. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევა ევროპაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა სცენიდან მიმართა საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და -ში, ასევე უკრაინის პრეზიდენტს, სა და მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატს, მაია სანდუს.
“ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში”, – ასე მიმართა მან ზელენსკისა და სანდუს.
სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ. მას რამდენჯერმე გააწყვეტინეს სიტყვა ტაშით. პარალელურად, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “მონოგრაფიდან” ლაზერით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა – ისინი პრეზიდენტს ლაზერის სხივებს სახეში ანათებდნენ.
მოგვიანებით აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც, სავარაუდო, ჩანან ის ახალგაზრდები, რომლებმაც ეს გააკეთეს. ვიდეოში ჩანს, რომ აქტივისტების დანახვაზე, რომლებიც იღებდნენ, მათ თავზე პლედები დაიფარეს, რათა მათი ამოცნობა შეუძლებელი გამხდარიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს