აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, – რომლის მონაწილეებიც ს შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, – პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან.
პარლამენტში პირველი სხდომა დღეს, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
შენობის გვერდითა შესასვლელებთან პოლიციელები არიან განლაგებული და დემონსტრანტებს არ აძლევენ შესასვლელების ბლოკირების შესაძლებლობას.
დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, 11:30 საათისათვის, რეგისტრაცია უკვე გაიარეს პარლამენტის შენობაში.
პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან – დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პრეზიდენტის მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
„ამ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში გიორგი კახიანმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა.
მისი თქმით, ოპოზიციის „არც შემოსვლით და არც არშემოსვლით არაფერი ფუჭდება“.
25 ნოემბერს პარლამენტის სხდომას 12 საათზე გახსნის პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე.
დღის წესრიგი კი, ს თანახმად, ასეთი იქნება:
· ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მოხსენება არჩევნების შედეგებზე;
· მისი მოხსენების შემდეგ პარლამენტის/პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
· შესვენება – რა დროსაც ყალიბდება ფრაქციები;
· შესვენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მოადგილეობის კანდიდატების დასახელება და არჩევა;
· მორიგი შესვენება, რა დროსაც ყალიბდება კომიტეტები;
· განახლებულ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
პარლამენტის პირველი სხდომა, – განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.
იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, – როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:
· „არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
· მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
· მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში სამი მინისტრი იცვლება:
· საგარეო საქმეთა მინისტრი: მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს.
· იუსტიციის მინისტრი: ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს რატი ბრეგაძეს.
· სოფლის მეურნეობის მინისტრი: დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს ოთარ შამუგიას.