აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეიდან „თბილისის პარალიზებას“ იწყებენ – ამ დროისთვის, გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო

დღეს “დაიტოვე” დგამს პორველ ნაბიჯს სახალხო პროტესტისკენ და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომლის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მსვლელობას მართავენ.
ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მონაწილეების რაოდენობა იმდენად მასშტაბურია, რომ მტვკვრის ორივე მხარეს გადაკეტავს.
ამ დროისთვის, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის ორივე მხარე გადაკეტეს.
“დღეს ჩვენ იმდენი ვართ ვფიქრობდით გუნდში, შევძლებდით თუ არა ერთი სანაპიროს მაინც გადაკეტვას, მაგრამ ჩვენ დღეს იმდენი ვართ, რომ ორივე სანაპიროს გადავკეტავთ. ერთი კოლონა დაიძვრება “პიკაპთან” ერთად, მეორე კოლონა გაჰყვება ჩვენს მოტოციკლეტებს, წინ რომ მიგვიძღვიან”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაადგილდებიან, მობილიზებულია პოლიციაც.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო ს ჩატარებას მოითხოვენ.