აქციის მონაწილეებს პარლამენტთან „წითელი ბარათები“ აქვთ მიტანილი

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებს წითელი ფურცლები აქვთ გაშლილი, რაც მათივე თქმით, “წითელ ბარათს” გამოხატავს ხელისუფლებისადმი.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი „არალეგიტიმურ მთავრობას“ აპროტესტებენ და სკანდირებენ: “მონებო!”, “რუსებო!”.
ასევე, ისინი პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობასთან განთავსებულ რკინის ჯებირზე აბრახუნებენ.
ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო კორდონია მოწყობილი, მათ პარალელურად კი აქციის მონაწილეები დგანან.
ცნობისთვის, მოქალაქეების ნაწილმა ორბელიანების სასახლიდან პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ყველაფერი გავაკეთე, ხალხისთვის ამეხსნა, რა ელოდათ ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში – მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო

გიორგი შარაშიძე – ვერავის დავუწყებთ ბოდიშის მოხდას იმისთვის, თურმე როგორ გავბედეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი აკრძალვის საბაბი „ოცნებისთვის” არ მიგვეცა – გაუგებარია პარტიების აღშფოთება, თავად აიკრძალეს თავი