აქციის მონაწილეებს პარლამენტთან ჯამ-ჭურჭელი აქვთ მიტანილი – ადგილზე ხმაურია

აქციის მონაწილეებს პარლამენტთან ჯამ-ჭურჭელი აქვთ მიტანილი – ადგილზე ხმაურია
პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ადგილზე საყოფაცხოვრებო ნივთები და ჯამები აქვთ მიტანილი. ადგილზე ისმის შესაძახილები და ჭურჭლის ხმაური. სწორედ ამგვარად ცდილობენ შეკრებილები ივანიშვილის გუნდს საკუთარი ხმა გააგონონ. აქცის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, პროტესტი ყველგან ისმოდეს. ისინი მოუწდებენ მოქალაქეებს, რომლენბიც საკნონმდებლო ორგანოსთან მისვლას ვერ ახერხებენ, გადმოდგნენ აივნებზე და ხელისუფლებას საკუთარი სათქმელი ხმაურით გააგონონ.
„ჩვენი მთავარი იარაღია ეს და მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ვერ გამოდის დღეს აქ, ამ ადგილას, საკუთარი აივნებიდან, ფანჯრებიდან, დღეს არის ძალიან გადამწყვეტი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის, გადმოდექით ფანჯრებიდან და იხმაურეთ. ეს არის ძალიან სიმბოლური, მაგრამ ძალიან დიდი ხმა“, – ამბობს აქციის მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში